logo
ENG



ხალხს დასცნინიან და აღარიბებენ - აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან

27 თებ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ახალ გადაწყვეტილება გააპროტესტეს. გუშინ პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით ქართულ სუფრას, რომელსაც 2017 წლიდან მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი - ახალი ხარისხი შეემატა. ქართული სუფრა გახარიას გადაწყვეტილებით დღეიდან ეროვნულ სტატუსსაც ატარებს. 

"რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიამ, რეალურად თვალთხარიამ გამოსცა ბრძანება, რომ ქართული სუფრა იქცეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ხალხი გაღარიბებულია 2012 წლის შემდეგ, ზუსტად ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმში. ეს არის ხალხის დაცინვა, როდესაც ხალხს აღარიბებ და შემდეგ ასეთ ბრძანებას გამოსცემ, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 

 


close დახურვა