ხანძარი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
Timer-ის ინფორმაციით, სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, დაშავებული არავინ არაა. მათივე ცნობით, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც.