logo
ENG



ხარაგაულში დაპირისპირებისას დაჭრილი კაცი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

22 ნოე 202222:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/80ja184fd693i3d.jpg

ხარაგაულში დაპირისპირების დროს დაჭრილი კაცი ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე საუბრობს და სავარაუდო მკვლელის ვინაობას ასახელებს.

როგორც ირაკლი კიკნაძე ჰყვება, კაცს, რომელმაც გაისროლა, არ იცნობდა და სტუმრად ახლობელს ჰყავდა მიყვანილი. მისი თქმით, გარკვეული დროის შემდეგ მათ კიდევ ერთი სტუმარი შემოემატათ. ისინი ციხის შესახებ საუბრობდნენ.

კიკნაძის თქმით, მალევე კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად მიკროავტობუსით მიიმალა.

დაჭრილი ირაკლი კიკნაძე კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჭრილობები ქვედა კიდურების არეში აქვს მიღებული და კლინიკაში ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სოფელ პატარა ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა