logo
ENG



ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

08 თებ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 
do776fi86m7h824.jpg

ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მდინარე ჩხერიმელამ ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროგადამცემებს საყრდენი დაუზიანა. მომხდარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების მცხოვრებლებს, ასევე რამდენიმე სოფელს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.


close დახურვა