logo
ENG



ხარაგაულში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

25 მარ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ხარაგაულშიც. დეზინფექცია დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქსა და საჯარო დაწესებულებას ჩაუტარდა. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, დაბის ქუჩებში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტებსაც არიგებენ. 

"შემოვიტანეთ 600-მდე სადეზინფექციო საშუალება და ის უკვე დარიგებულია ყველა დაწესებულებასა და თავშეყრის ადგილას, დახარჯულია.  ახლა კიდევ შემოვოტანეთ დამატებით 600-მდე საშუალება მომდევნო 10 დღისთვის",-აცხადებს შმაგი ხიჯაკაძე.

დღეის მდგომარეობით ხარაგაულში 12 პირია თვითიზოლაციაში და ერთი მოქალაქეა კარანტინში. მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ყავს არცერთი ინფიცირებული.

 


close დახურვა