logo
ENG



ხარება თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე: ყველაფერი შესაძლებელია

31 მაი 202511:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/31/r5twqlpniv9mg5z.jpg

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".

გდდ-ს ხელმძღვანელი Palitra News-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, განიხილავს თუ არა თანამდებობის დატოვებას ახლა, პასუხობს: "არაფერი, არაფერი".

ის ამბობს, რომ "რა თქმა უნდა" არასწორია ინფორმაცია, თითქოს ახლა თანამდებობის დატოვებას განიხილავს. 

***

დროებას სანდო წყარომ შეატყობინა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას, წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს თანახმად, მას გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.


close დახურვა