logo
ENG



ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამებაში წირვას პატრიარქი არ ესწრება

07 აპრ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

მართმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. მრევლი სამების საკათედრო ტაძარში დილიდან შეიკრიბა, წირვა ლოცვა სრულიად საქართველოს პატრიარქს უნდა აღევლინა, თუმცა ილია მეორე ტაძარში ჯერჯერობით არ გამოჩენილა, მის მაგივრად წირვა მისმა თანამოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა.

როგორც პატრიარქის ექიმი აცხადებს,  მან დილის 07:00 საათზე საპატრიარქოში  წირვა აღავლინა, თუმცა დილით პატრიარქს წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმების რეკომენდაციით ის წირვას არ დაესწრო.

 „პატრრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთადერთი წნევის ცოტა ცვალებადობა ჰქონდა.  გუშინ ბრძანდებოდა ლოცვაზე, დღეს დილის 07:00 საათიან მსახურებაზე ბრძანდებოდა. ვინაიდან დღეს წნევის ცვალებადობა ჰქონდა, დატვირთული კვირაა დღესასწაულებით აქედან გამომდინარე გვერჩივნა ბზობის, და შემდეგი დღესასწაულისთვის მოგვემზადებინა“,-განაცხადა ცისანა შარტავამ.

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა, მრევლი ხარების დღესასწაულს აღნიშნავს, მათი თქმით, ისინი სახლში დარჩენის რეკომენდაციას ეკლესიასთან მიმარტებაში არ ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე დასწრებას აპირებენ.

„როგორც მორწმუნე ვიტყვი, რომ ჩემთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ტაძარში მსახურების დასწრება. როგორც არის რეკომენდაცია, თუკი დავიცავთ ყველაფერს პრობლემა არ არის“,-აცხადებს მრევლი.

რაც შეეხება რეგიონებს, დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხმრავლობა იყო ქუთაისის ეპარქიაშიც, სადაც მრევლს დისტანციის დაცვა გაუჭირდა.

 


close დახურვა