logo
ENG



ხარვეზები დაკავებული აქტივისტების საქმეში

13 ნოე 202011:04
3 წუთის საკითხავი
 

გამორთული სამხრე კამერები და არათანმიმდევრული ჩვენებები - მსგავს ხარვეზებს ხედავს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების საქმის არსებით განხილვაში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. ლაპარაკია ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის საქმეზე, რომლებიც აქციაზე შეშის მიტანის გამო დააკავეს. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ვიდეომასალა სატელევიზიო რეპორტაჟებიდან იყო აღებული და პოლიციელებმა ვერ წარადგინეს სამხრე კამერების ჩანაწერები. ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ პროცესზე დაკითხული სამართალდამცველების ჩვენებები არათანმიმდევრული იყო და ვიდეომასალაში წარდგენილ მოვლენებს არ შეესაბამებოდა. 


close დახურვა