logo
ENG



ხარკივზე სარაკეტო თავდასხმისას 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე

11 იან 202409:24
3 წუთის საკითხავი
 

ხარკივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე.

როგორც ადგილობრივ პროკურატურაში ამბობენ, ორივე მათგანი თურქულ მედიას წარმოადგენდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, კიდევ ერთი დაშავებულის კი საშუალო სიმძიმის. ოკუპანტების თავდასხმის დროს დაიწვა რამდენიმე ავტომობილი, დაზიანდა სასტუმრო, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სწორედ ხსენებულ სასტუმროსი იყვნენ ჟურნალისტები თურქეთიდან.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


close დახურვა