logo
ENG



ხარკივში ოკუპანტებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

26 მაი 202219:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/jjcoski8zhnb5g6.png
ფოტო: Unian

ხარკივის ოლქში რუს ოკუპანტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, გაიზარდა ასევე დაჭრილთა რაოდენობა - განახლებული ცნობებით, დაშავდა 17 ადამიანი, საიდანაც ერთი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ და საჰაერო განგაშის სიგნალებს ყურადღება მიაქციონ.

"მტერმა ბოროტულად ცეცხლი გაუხსნა ხარკივს. 7 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაიჭრა, მათ შორის 9 წლის ბავშვი. საჰაერო განგაშის დროს მოსახლეობას მოვუწოდებ თავშესაფრებში გადაინაცვლონ და გარეთ ნუ გამოვლენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგდებენ მტერს იზიუმის მიმართულებით, გრძელდება შეტაკებები, მტერს საგრძნობი დანაკარგი აქვს", - თქვა სინეგუბოვმა.


close დახურვა