ხარკოვში მდებარე ზოოპარკში ოკუპანტებმა ორი მოხალისე მოკლეს, რომლებმაც ცხოველებისთვის საჭმელი მიიტანეს.
როგორც ეკოპარკის მფლობელმა ალექსანდრ ფელდმანმა აღნიშნა, მოხალისეები ცდილობდნენ, რომ ზოოპარკში მყოფი ცხოველებისთვის საჭმელი სამ დღეში ერთხელ მაინც მიეტანათ.
ფელდმანის თქმით, მოხალისეები მაშინ დაიღუპნენ, როცა ოკუპანტებმა ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს.