logo
ENG



ხარკოვში რუსებმა ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

24 მარ 202220:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/0b679051ur4ykmc.jpg

ხარკოვში ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა.

როგორც ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვი აღნიშნა, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

"ხარკოვში რუსებმა ახალ ფოსტასთან, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 15 დაშავდა. დაღუპულთა რაოდენობა კიდევ ზუსტდება", - ამბობს სინეგუბოვი.


close დახურვა