ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა. უკრაინელი სამხედროები მათ მოგერიებას ცდილობენ.
უკრაინის უსაფრთხობის სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ჰოსპიტალს დაესხნენ თავს.
შეტაკებები სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.