![2024/07/11/fk1mq8dyqar6ati.jpg](/uploads_script3/articles/2024/07/11/fk1mq8dyqar6ati.jpg)
ეს არის, ალბათ, ყველაზე მძიმე კომუნიკე, რაც კი გამოქვეყნებულა ჩვენი და NATO-ს ურთიერთობის ისტორიაში. საქართველო ცალკე საერთოდ არ არის ნახსენები, ყოველთვის იყო საქართველოზე ცალკე ჩანაწერი, განსაკუთრებით ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სადაც დაფიქსირდა, რომ NATO-ს წევრი გახდება საქართველო. ეს არის, ალბათ, "გლობალური ომის პარტიასთან" ბრძოლის შედეგი, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების. საქართველოსთვის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია და სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით.