logo
ENG



ხარშილაძე ანაკლიაზე: საქართველომ პირველად გადადგა ანტიდასავლური ნაბიჯი

12 იან 202011:37
3 წუთის საკითხავი
 
rnseni5qfml7sx4.jpg

ანტიდასავლურ ნაბიჯად აფასებენ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნას ექსპერტები. როგორც „სტრატეგიისა და ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ რუსეთს არ აძლევდა ხელს მაშინ, როცა მნიშვნელოვანი იყო დასავლური ქვეყნებისთვის.

„ეს კიდევ დამატებითი შესაძლებლობა იქნებოდა დასავლეთისთვის გამოეყენებინათ და გაზრდილიყო საქართველოს როლი. ეს არ აწყობდა რუსეთს, მას აწყობს შავ ზღვაზე ეს სტატუს-კვო - რაღაც ცვლილება და პოტენციურად აქ შემოსვლა ვინმესი, მისთვის მიუღებელია. ამიტომ გამოდის ისე, რომ საქართველომ პირველად გადადგა ანტიდასავლური ნაბიჯი", - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

ექსპერტები ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ ქვეყანამ ხუთი წელი ტყუილად დაკარგა და ჯერ კიდევ არაა ცნობილი, კიდევ რამდენ წელს მოუწევს ლოდინი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის.

„ანაკლია ხსნის იმ ახალ საშუალებას, რაზეც, გამოდის, რომ დღეს გარკვეული დროით ვთქვით უარი. რა დროით ვთქვით უარი - დაასახელეთ უკვე ხუთი წელი, რომელიც, გამოდის, რომ დავკარგეთ“ - ამბობს გიორგი ისაკაძე.

 


close დახურვა