logo
ENG



ხატია დეკანოიძე: ამ ცესკოს პირობებში, ხმების გადათვლით ობიექტურ სურათს ვერ მივიღებთ

10 ნოე 202018:54
3 წუთის საკითხავი
 
ხატია დეკანოიძე: ამ ცესკოს პირობებში, ხმების გადათვლით ობიექტურ სურათს ვერ მივიღებთ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ხმების ხელახალი გადათვლით ობიექტური სურათი არ გამოჩნდება. ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში საუბრისას მან განაცხადა, რომ ოქმებში არსებული უზუსტობები ვეღარ გასწორდება. 

"გადათვლის შემთხვევაში ძალიან ძნელი დასათვლელი იქნება ის პროცენტი, რომ ისანში 81-ვე უბანზე საერთოდ გაქრა ბიულეტენები, ანუ რამდენიმე ბიულეტენი აკლდა, ეს გულისხმობს იმას, რომ სწორედ ე.წ. კარუსელი დაატრიალეს. გადაყრილი იყო ბიულეტენები. 

ახლა ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ თავისუფალ საუბნო საარჩევნო კომისიაზე, არ მაქვს ილუზია, რომ ეს გადათვლა იქნება პირველადი და ობიექტური სურათი. 

[...] ჩვენ ხო საქმე არ გვაქვს გამჭვირვალე ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში. ამიტომ არ მგონია, რაიმე სახით გასწორდეს უზუსტობები. ხელოვნურად ფორმულას ვერ გამოვიყვანთ, როგორ და სად უნდა იყოს ეს ხმები გადანაწილებული", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

 


close დახურვა