logo
ENG



ხატია დეკანოიძე:მთავრობა უნდა გადადგეს და ტექნიკურმა მთავრობამ ჩაატაროს ეს არჩევნები

15 ნოე 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
l6vujs4q3j8wqhq.jpg

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე ოპოზიციის  გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ოპოზიციის გეგმა პირველ რიგში საერთო კონსულტაციებია. დეკანოიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროპორციული სისტემით თავიდან დარეგისტრირებაზეც აკეთებს კომენტარს. მისი განცხადებით, ამით საქმე დროში გაიწელება და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ იგივე გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.

"დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები და შეკრება პარტიაში, კონსულტაციები  ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთა ძალიან მნიშვნელოვანი და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ უღრმესი კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ეს გეგმა მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნები და სამართლიანი საარჩევნო სისტემაა. მნიშვნელოვანია მთავრობა გადადგეს და ტექნიკურმა მთავრობამ ჩაატაროს ეს არჩევნები. შესაძლებელია სხვადასხვა მოდელია განხილვა. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, რომ რეალურად მისთვის ძალაუფლების წართმევა არ მოხდეს. მოვისმინე მოსაზრებები იმაზე, რომ თავიდან დარეგისტრირდეს საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციული სისტემით, ეს ნიშნავს იმას, რომ დროში გაიწელება და არ გვაქვს არანაირი გარანტია რომ იგივე გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება. ბიძინა ივანიშვილი ყველა მოცემულობაში არის დფამარცხებული." - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ აქციები რუსთაველის გამზირზე კვლავ გრძელდება - პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, ამ დრომდე გადაკეტილია რუსთაველის ცენტრალური გზა. საზოგადოება რუსთაველზე შეუსრულებელი დაპირების გამო გავიდა. „ქართული ოცნება" გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ მოსახლეობას დაპირდა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა პარლამენტმა კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო.

 


close დახურვა