logo
ENG



ხატია დეკანოიძემ ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

21 ოქტ 202614:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/21/3h3gprii7p1j0s4.png

ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაბარების შუამდგომლობა დააყენა.

სიტყვით გამოსვლის დროს, ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სარჩელში რუსეთის ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას, რა დროსაც, მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.

ხატია დეკანოიძემ თქვა:

"ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ზუსტად ისინი, ვინც სხედან ახლა აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვუთარების ფონზე საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება - ვაყენებ შუამდგომლობას, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს და ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება?

პლენუმს მივმართავ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანაა, ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს, რა ელის ამ ქვეყანას, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძალვას აპირებს, ამიტომ, მოწმედ გვინდა გამოვიძახოთ ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამ გამოსვლის შემდეგ, მოსამართლემ ხატია დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინა. 

"ხატია დეკანოიძე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლოს სხდომის განკარგულების მითითებებს, გაძევებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან", - თქვა მოსამართლემ, რა დროსაც ხატია დეკანოიძემ მას ჰკითხა, რატომ აძევებდნენ დარბაზიდან, მოსამართლემ უთხრა: "წესრიგს არღვევთ".


close დახურვა