ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.