ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. მანქანა 27 წლის კაცს დაეჯახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.