ხაშურში ბენზინმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან დაკავშირებით განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო, საპატრულო პოლიცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.