logo
ENG



ხაშურში სამშენებლო კომპანიის მაღაზიაში დაპირისპირება მოხდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

18 სექ 202022:21
3 წუთის საკითხავი
 
e1c668o4vzhf8hn.png

ხაშურში, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მაღაზიაში დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.


close დახურვა