logo
ENG



ხაშურში სახლის გაძარცვისას ქალი დაჭრეს

21 დეკ 202023:45
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/22/5221y621b681lzv.jpg

ხაშურში, კომენდანტის საათის დროს, სახლის გაძარცვისას დიასახლისი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც ქალმა ხმაური გაიგო. 

დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ წუთებში ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 


close დახურვა