მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე წერს, რომ 21 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გაავრცელა.
"ბატონ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა რაც რბილად, რომ ვთქვა არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხედხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას."- წერს ხაჭაპურიძე.
მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ადვოკატებისთვის არასდროს უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე "სპეკულაციები უადგილოა".