logo
ENG



ხელაშვილი: ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებით არ ჩამოვუვარდებით წამყვან ქვეყნებს

21 მარ 202114:54
3 წუთის საკითხავი
 
ხელაშვილი: ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებით არ ჩამოვუვარდებით წამყვან ქვეყნებს

ქართული ოცნების წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში ქართულმა ეკონომიკამ შეინარჩუნა ძირითადი მაჩვენებლები და არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, პანდემიური კრიზისის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა მყარად დგას და მომავალში არც ინვესტიციების პრობლემა შეიქმნება.

„პანდემიური კრიზისი მთავრობამ დაძლია საკმაოდ დამაჯერებლად, განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე. ეკონომიკურადაც საქართველო არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს, თუ რამდენად მოხდა შენარჩუნება ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლებს. განსაკუთრებით თუ ვნახავთ რეიტინგების შენარჩუნებას, რომლებიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა შეუნარჩუნეს საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვა აქ იქნება მომავალში პრობლემა. ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რაც მსოფლიოშია შექმნილი", - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილმა, ასევე, ისაუბრა „სახელმწიფოს სამი  ფუნდამენტური ბურჯის“ შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყანა ეყრდნობა სახელმწიფო ინსტიტუტები, ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა. მისი თქმით, არც ერთ მათგანში კრიზისი არ შეინიშნება.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით, ეკონომიკის კლება 11.5%-ს შეადგენს. 


close დახურვა