logo
ENG



ხელების ხშირი დაბანა და ოთახის განიავება - რჩევები კორონავირუსთან დაკავშირებით

01 თებ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 
vswv3kx3dp3m7j7.jpg

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 4 პაციენტი აგრძელებს. მათგან ერთ-ერთი გუშინ საღამოს შეიყვანეს.

ახალგაზრდა კაცს ტემპერატურა აღენიშნებოდა. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ და ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.

"პაციენტი, რომელიც გუშინ საღამოს შემოვიდა, ასევე ნამყოფია ჩინეთში, მაგრამ არა ქალაქ უხანში. ტემპერატურა აქვს 37.8, რაც ოფიციალურად არ შეიძლება იყოს კორონავირუსის მანიშნებელი, რადგან ამ ვირუსმა მაღალი ტემპერატურა იცის. ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ არის", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ მთავარია მოქალაქეებმა ხშირად დაიბანონ ხელები და გაანიავონ ოთახები. 

"კორონავირუსისგან თავდაცვა მოქალაქეებს ჯერ არ სჭირდებათ, რადგან საქართველოში კორონავირუსის არსებობა არ დადასტურებულა. ზამთარია და ბუნებრივია, რომ საკმაოდ ბევრი ვირუსი ცირკულირებს, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს. სწორედ ამ ვირუსებისგან გვჭირდება თავდაცვა. ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება - ეს ყველაზე მთავარია. ასევე აუცილებელია დაავადებული ადამიანების იზოლაცია", - აღნიშნა მან. 

ხვალ, 3 თებერვალს ინფექციურ საავადმყოფოში ბრიფინგია დაგეგმილი. 

 


close დახურვა