logo
ENG



ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 50-მდე თანამშრომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა

01 ივნ 202110:11
3 წუთის საკითხავი
 

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 50-მდე თანამშრომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.

საწარმოს თანამშრომლები შეუძლოთ შუადღის სადილის შემდეგ გახდნენ. ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

ფაბრიკის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტოს იკვლევს.

"უმეტესი თანამშრომლები სადილობენ ადგილზე, მხოლოდ ერთეული პირები მიირთმევენ გარეთ. საკვების მომწოდებელი კომპანიის დასახელებას ზუსტად ვერ გეტყვით, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს კვლევა", - აცხადებს ფაბრიკის თანამშრომელი.


close დახურვა