logo
ENG



ხელვაჩაურში ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

30 ივლ 202318:36
3 წუთის საკითხავი
 
ხელვაჩაურში ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ კლინიკაში სულ 9 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 4 ბავშვია.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

 


close დახურვა