logo
ENG



ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

03 ოქტ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

1- ოქტომბერს, გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი 2 ადამიანიც. 

სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერში მოყოლილი 4 ადამიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. 

პარალელურად გრძელდება სამძებრო-სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზეც, სადაც ახალგაზრდა კაცი მანქანით მდინარეში გადავარდა. 


close დახურვა