logo
ENG



ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

28 თებ 202416:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/28/ye8dxlhct8purgs.jpg

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა", - წერს უწყება.

 

close დახურვა