ხელიდან გაშვებული შანსი - რატომ არ მოიზიდა, რუსეთიდან პროტესტით წამოსული საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ხელისუფლებამ? უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ რუსეთი ასეულობით უცხოურმა კომპანიამ დატოვა, გადავიდნენ სხვა მეზობელ სახელმწიფოებში, ჩადეს მრავალმილიონიანი ინვესტიცია და დაასაქმეს ასევე მილიონები. საქართველოში კი რუსეთის მოქალაქეების მიერ დაარსებული საწარმოების ბუმია.