logo
ENG



ხელით შეეხო ისე, როგორც არ უნდა შეხებოდა - მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

12 ნოე 201920:34
3 წუთის საკითხავი
 
2a4otmudx9vrwqb.png

მოსწავლეზე შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ხარაგაულის რაიონში სკოლის მასწავლებელი დააკავეს. მეცხრე კლასელმა გოგომ სკოლის დირექტორს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღწერდა, თუ როგორ ძალადობდა მასწავლებელი მასზე. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სკოლის დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება უნდოდა, რისთვისაც მოსწავლე გოგონა გამოიყენა. 

უფროსკლასელი, რომ არ იტყუება ამის სჯერა ოჯახის წევრებს. მათი თქმით, პედაგოგი ბავშვს ნამდვილად შეეხო და რამდენიმე თვით ადრე მომხდარ ფაქტებსაც იხსნებენ. ოჯახს გამოძების იმედი აქვს. ადგილობრივების ნაწილი ეჭვმიტანილ პედაგოგს დადებითად ახასიათებს და მსგავს სხვა შემთვევას ვერ იხსენებენ, ნაწილი კი თვლის, რომ ის დამნაშავეა და შესაბამისად უნდა დაისაჯოს. პედაგოგის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სკოლის დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება უნდოდა, რისთვისაც მოსწავლე გოგონა გამოიყენა. მათივე ინფორმაციით დირექტორი მათ დაუკავშირდა და მომხდარის გამო სოფლის დატოვება თხოვა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის პედაგოგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დააკავებულია და  ქუთაისის საპატიმროში იმყოფება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

 

 

 


close დახურვა