logo
ENG



ხელისუფლება ახალისებს ძალადობას - ოპოცია და NGO-ები დემიშიზაციის კამპანიაზე საუბრობენ

02 დეკ 201913:55
3 წუთის საკითხავი
 
yliys2cblm3clia.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, ქუთაისში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროცესი ხელისუფლების მიერ იყო მართული. კითხვები მესამე სექტორსაც აქვს. 

"დემოკრატიის კვლევითი ცენტრის" დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ხდება ძალადობის წახალისება, რადგან ქუთაისში სხვადასხვა სახის  კანონდარღვევა გამოვლინდა.

„ფაქტიურად ხდება ძალადობის წახალისება. დავინახეთ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.  საქმე გვქონდა სავარაუდო ქონების დაზიანებასთან, ასევე ძალადობას მცდელობასთან. ძალადობა შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლებასთან. ძალადობაზე პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება. გარკვეული სტრუქტურები სიგნალს აძლევენ, რომ მსგავსი მოქმედებების დაუსჯელას ჩატარება საქართველოში შესაძლებელია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას თქმით, ხელისუფლება აქციების დროს საჯარო მოხელეებს იყენებს. მისი ინფორმაციით, ოპოზიციის საწინააღმდეგო აქციაზე, ქუთაისის მერიის თანამშრომლები დააფიქსირეს. 

„ქართულ ოცნებას“ უნდა აჩვენოს, თითქოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების შანსი არსებობს. ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლებას აწყობს, თუმცა სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.  ამისთვის იყენებს არა კოორდინატორებს, არამედ მაღალჩინოსნებს“, - აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ "ფორმულასთან" საუბარში.

საჯარო მოხელეების გამოყენება "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილიც საუბრობს.

„საჯარო მოხელეებს ხელისუფლება ყოველთვის იყენებს ეფექტურად. ისინი არიან ზონდერები არჩევნების დროს და ახლა გამოიყენეს აქციებისთვის. „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი აქვს და სამსახურში მისასვლელად სპეცრაზმი სჭირდება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მმართველ გუნდში კი ამ ქმედებებზე შეფასების გაკეთება არ სურთ.

 

 

 


close დახურვა