logo
ENG



ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იზოლაციაში აქცევს

30 დეკ 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილს შეზღუდვები დაუწესეს. ვივამედი უარს ეუბნება პატიმრის შვილებს მამის მონახულებაზე. კლინიკა მიზეზად ვირუსული ინფექციების გამო მომატებულ რისკს ასახელებს. ციტატა - "ლუქსში", სადაც სააკაშვილია, "რევოლუციური კომიტეტი შექმნეს", ასე ამართლებს კიდევ ერთ ახალ შეზღუდვას ქართული ოცნება.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას 3 იანვრიდან შეუზღუდავენ დეპუტატებსაც. ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ვირუსულ ინფექციებს. ხელისუფლებას აღარ სურს მესამე პრეზიდენტს თანამოაზრეები შეხვდნენ. რატი ბრეგაძემ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს მისწერა და ახალი წლიდან სპეციალურ საშვებს პარლამენტის წევრებზე არა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, არამედ პენიტენციური სამსახური გასცემს.


close დახურვა