logo
ENG



ხელისუფლება მტრულად არ უნდა იქცეოდეს - ანაკლიის პორტის კონსორციუმის წევრი

15 ოქტ 201917:02
3 წუთის საკითხავი
 
n4n7dk3y2qm97y2.png

„ხელისუფლება უნდა იქცეოდეს როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი,“ - ეს განცხადება საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა ანაკლიის პორტის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა. 

ტედ ჯონასი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაკეთილგანწყობილი განცხადებები გახდა ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რამაც ხელი შეუშალა კონსორციუმსა და პოტენციურ ინვესტორს შორის ხელშეკრულებების ხელმოწერას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მხარდაჭერა ვერ მივიღეთ. პირველივე შეხვედრისას, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებმა ინვესტორი წარვადგინეთ, მივიღეთ უარყოფითი დამოკიდებულება და უარყოფითი რეაქცია, როგორც მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არასდროს მინახავს,“ - განაცხადა ჯონასმა. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრამდე ეძლევა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენს, შესაძლოა მთავრობამ კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გააუქმოს.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტების ჩაბარებას არ აპირებს.


close დახურვა