logo
ENG



ხელისუფლება მუდმივად არის დამალვის რეჟიმში - ელენე ხოშტარია ოკუპაციაზე საუბრობს

18 ოქტ 201912:19
3 წუთის საკითხავი
 
ot9ynjosd19bwi2.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა დღეს პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს. საუბარია წაღვლი-ჩორჩანას მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია ამ ტერიტორიაზე სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებს და დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ ამის შედეგად მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალები წარმოადგინეს.

"დღეს ჩვენ ვთხოვეთ ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსულიყვნენ ამ შეხვედრაზე, სადაც ჩვენ გვინდა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვაჩვენოთ რა ხდება წაღვლი-ჩორჩანას ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაცია ხდება,“- განაცხადა ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის წევრმა, დავით ქაცარავამ.

ქაცარავას თქმით, ორგანიზაცია ოპოზიციურ პარტიებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას სთავაზობს, რომელშიც ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები შევლენ. შეხვედრას ესწრებოდა "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ზალკალიანის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლება თავად გვიყვებოდეს რა ხდება და რას აკეთებს ამასთან დაკავშირებით, მუდმივად არის დამალვის რეჟიმში, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა. კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ გუშინ ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველოს საკითხი რომ იყო რუსეთის სანქცირების თემა, ეს არ უნდა პრაქტიკულად "ქართულ ოცნებას" და ეს ინიციატივები, რაც მოდიოდა გერმანიისგან, მათ არ გაიზიარეს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა