მმართველი გუნდი ოპოზიციას უსუსურს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები უზნეოდ იქცევიან. საპარლამენტო უმრავესობის შეფასებით, პრემიერმა ყველა საჭირო კითხვას პასუხი უკვე გასცა. შესაბამისად, დღეს პრემიერ-მინისტრის დაბარება მხოლოდ ფორმალურია და შინაარს მოკლებულია.
"დღეს ცოტა უზნეობაც არაა საკმარისი იმის შესამოწმებლად, რასაც ესენი სჩადიან, თუმცა თუ კი რაიმე შეკითვხა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია ინტერპელაციაც ხომ ახალი სისტემითაა ჩამოყალიბებული. პრემიერის მოსვლით",-აცხადებს გია ვოლკსი.
მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ პრემიერის პასუხები იყო ამომწურავი და დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ მხარეს აჩვენებს. გიორგი კახიანის თქმით, ოპოზიცია უსუსურია.
"რეალურად იგივე კითხვები, რაც უკვე დაისვა და რაზეც პრემიერმა ამომწურავი პასუხები გასცა, ამჯერადაც იმავე მოუწევს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის უსუსურ დამოკიდებულებას და მდგომარეობას. ეს გამოჩნდა იმ კვლევაშიც, რაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა",-განმრტავს გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღის 14:00 საათზე მივა. გიორგი გახარია პარლამენტში ორმა ფრაქციამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. საერთო ჯამში დაისმება 10 შეკითხვა და ყველა მათგანი ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხება.