logo
ENG



ხელისუფლება რკინიგზის პრივატიზებაზე: ამ მიმართულებით შეიძლება ფიქრი

26 თებ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 

აპირებს თუ საქართველოს მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას? ეს შეკითხვა დღეს ,,ფორუმის საქართველო და მსოფლიო 2020" -ის ფარგლებში დაისვა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის საჭიროა სახელმწიფომ სტრატეგიული ობიექტების კომერციალიზაციაზე იფიქროს, მათ შორის კი მოიაზრება რკინიგზაც. 

"იყო საუბარი თუა შესაძლებელი რკინიგზის პრივატიზება და რამდენად სტრატეგიული იდეაა.მაგალითად, ჩვენს ოჯახებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი მოგვეწოდება კერძო კომპანიისგან. ამაზე სტრატეგიული კი ნამდვილად არაა, ვაგონი რომ გაივლის სადღაც?! ამიტომ ამ მიმართულებით შეიძლება ფიქრი",-აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

მმართველი გუნდის მოსაზრებით რკინიგზაში რეფორმების გატარება აუცილებელია და აღნიშნულს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. 

"რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს და რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ეს იყო რეფორმა. ჩვენი ვალდებულებები რაც ევროკავშირთან მიმართებაში აღებული გვაქვს, ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმებს",-აღნიშნა ნათია თურნავამ

მაია ცქიტიშვილის განმარტებით კი რკინიგზის პრივატიზება სავსებით ბუნებრივი პროცესია, თუმცა არა სრულად არამედ ნაწილობრივ. 

„რკინიგზა, ფოსტა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გაერთიანებული ნარჩენების მართვის კომპანია - ესენი ჯერ ისევ სახელმწიფო საკუთრებაში არიან. შესაბამისად რკინიგზაც როგორც დანარჩენი ერთ-ერთი სექტორია, სადაც შესაძლებელია მეტი კერძო ინიციატივა იყოს შემოღებული თუმცა არა სრულად პრივატიზება. აღნიშნულზე ვსაუბრობდით.“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


close დახურვა