logo
ENG



ხელისუფლება შეეცდება, კორონავირუსის კრიზისი არჩევნებზე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - ლელო

30 აპრ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება შეეცდება, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი არჩევნებზე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და წლების განმავლობაში დაგროვებული წარუმატებელი საქმიანობა პანდემიას დააბრალოს, - ასე ფიქრობენ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრები.

გიორგი კანაშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა თანხა კიდევ ერთხელ გაიღოს, რისი რეალური მიზანიც „ოცნებისთვის“ მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება იქნება.

„დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში, უკვე ზაფხულის თვეებში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის ფულის გამოტანას. ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ ფულით მოსახლეობის მოსყიდვაში ხელისუფლების დადანაშაულება, იმიტომ რომ პასუხი იქნება, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ადამიანი თავის ფინანსებს ხარჯავს“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა


close დახურვა