logo
ENG



ხელისუფლებამ რუსთაველი შემოღობა - პროტესტი კედლის მიღმა გაგრძელდება

22 იან 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

უფსკრული „ქართულ ოცნებასა“ და მოქალაქეებს შორის, - გასაბერი ზვიგენის, ბატუტისა და იძულებით მოწყობილი საახალწლო ბაზრობის შემდეგ, პარლამენტის წინ გამყოფი კედელი გაჩნდა. დედაქალაქის მერიამ საზოგადოებისთვის მოულოდნელად რეაბილიტაციის დაწყება სწორედ საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაწყვიტა, ადგილზე, რომელიც თითქმის ერთი წელია, უწყვეტი პროტესტის ეპიცენტრია.

ყველა ვინც დღეს რკინის კედლებით შეღობილი პარლამენტის წინ მივიდა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ეშინია. ეშინია პროტესტის რომელიც საზოგადოებაში ბოლო ერთი წელია გრძელდება. სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქციები, პიკეტირება და პროტესტი რკინის კედლის მიღმა მაინც გაგრძელდება, კალაძის კედლები დღეს უკვე ანტისამთავრობო წარწერებით დაიფარა. 

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახა მაჩალიკაშვილი კი ფიქრობს, რომ მერიამ რკინის კედლები პარლამენტის წინ მას აუგო, რადგან კარავი იქ აღარ გაშალოს. მალხაზ მაჩალიკაშვილს 700 დღეა პროტესტი არ შეუწყვეტია ის შვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით პროტესტს რკინის კედლების მიღმაც გააგრძელებს. 

 

 

 


close დახურვა