საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საგამოძიებო უწყებებმა დროულად უნდა გაასაჯაროვონ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის დეტალები.
„ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ეთნიკურად ჩეჩენი პირი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებისთვის იყო ჩამოსული.