ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ახალ წინადადებებს ელოდებიან, თუმცა დათმობის მზაობას „ქართული ოცნებისგან" ვერ ხედავენ. ამის პარალელურად, მორიგი მასშტაბური აქციებისთვის ემზადება ოპოზიცია.
ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონტრაქციები მისივე დასასრულის მანიშნებელია - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები მათ საპროტესტო აქციებზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მობილიზებას. მათ მიაჩნიათ, რომ ძალადობრივი ნაბიჯები შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ ხელისუფლებას დილოგისა და კონსენსუსისკენ მოუწოდებენ.
კონსენსუსის შესაძლებლობას ვერ ხედავენ უმრავლესობაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაგეგმილი დიალოგის მიუხედავად, ოპოზიციასთან შეთანხმება შეუძლებელია. ამ ფონზე ანრი ოხანაშვილი ვერ ხსნის, რას ემსახურება ოპოზიციისა და უმრავლესობის დიალოგი და ოპოზიციას კვლავ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.
რაც შეეხება უცხოელ დიპლომატებს, მათ დიალოგი კვლავ საუკეთესო საშუალებად მიაჩნიათ პოზიციების დასაახლოებლად.
ხვალინდელი შევხედრის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის თუ ვინ დაესწრება ოპოზიციის მხრიდან. ცნობილია მხოლოდ ერთი მონაწილის, გიორგი ვაშაძის შესახებ, თუმცა რა ფორმატი ექნება შეხვედრას, უცნობია. ჯერჯერობით ასევე უცნობია, მიიწვევენ თუ არა სამოქალაქო სექტორს ამჯერად,