logo
ENG



ხელისუფლების გადაბარების პროცესი აშშ-ში

24 ნოე 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების გადაცემის პროცესი შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დაიწყო. სერვისების ადმინისტრირების ფედერალური სააგენტოს  ხელმძღვანელმა, ემილი მერფიმ, პროცედურების დაწყების თაობაზე საგანგებო წერილი არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაუგზავნა. ხელისუფლების გადაცემის პროცედურაზე თანხმობა დონალდ ტრამპმაც განაცხადა. მან ტვიტერში დაწერა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მისცა რეკომენდაცია ემილი მერფის სამსახურს, გააკეთონ ის, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული.


close დახურვა