რა უჯდება ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ გარემონტებული ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია ბიუჯეტს? - სახელმწიფო შესყიდვებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმართა და ამჯერად 130 ათას ლარს ითხოვს. მანამდე უწყებამ თეატრის შენობის კაპიტალური შეკეთებისთის უკვე მიიღო ორ მილიონ ლარამდე.
ოფიციალურ დოკუმენტში თანხის საჭიროებას სააგენტო იმით ასაბუთებს, რომ შენობა პრე-ავარიულ მდგომარეობაშია. არადა ფონდმა ქართუმ მისი რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარი გადაიხადა. გაუგებარია რა გაკეთდა 100 მილიონი ლარით ისტორიული შენობის რესტავრაციისას, თუ საძირკველში ჩამდგარ წყალს სამუშაოების შემდეგაც აშრობენ, კედლებს ამაგრებენ და სცენაზე ისევ წყალი წვეთავს.
ხელმეორე რეაბილიტაცია - ისტორიული შენობა პრე-ავარიულ მდგომარეობაშია
13 ივლ 202020:14
3 წუთის საკითხავი