logo
ENG



ხელში იარაღი ეჭირა, ყვიროდა, ფულიო - რას ამბობს ბანკის ყაჩაღობის თვითმხილველი

27 ნოე 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

დიღმის მასივში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებისას ბანკში მყოფი თვითმხილველი ამბობს, რომ პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, შეიარაღებული იყო და ყვიროდა.

"ფულის გადასახდელად შევედი, რომ შევედი კარებთან იდგა... დავინახე, რომ იარაღი მარცხენა ხელში ეჭირა და ყვიროდა ჩქარა ფულიო, სალარო გაუღო იმ გოგომ, აიღო ფული და კურტკაში იყრიდა ამ ფულებს. გამოვიდა ჩვეულებრივად, ჯერ ნელ-ნელა იარა, მერე აუჩქარა და მერე გაიქცა", - ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც  დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.


close დახურვა