ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გენადი ლაგუდას ინფორმაციით, ქალაქში დადგმული პრორუსული მიტინგი მზადდება.
როგორც გენადი ლაგუტა აცხადებს, ყირიმიდან ხერსონში მიიყვანეს ხალხი, რომლებმაც რუსულ მედიაში "სურათის შექმნისთვის" მიტინგი უნდა გამართონ.
"სასტუმრო ფრეგატში მიიყვანეს 60-80 ადამიანი ყირიმიდან. ისინი ცენტრალურ მოედანზე პროვოკაციული აქციით გამოსვლას გეგმავენ - რუსული დროშებითა და რუსი "განმანთავისუფლებლების" მიმართ მადლიერების"- აცხადებს ლაგუტა და აღნიშნავს, რომ მსგავსი აქციები უკრაინელების რეალურ განწყობას არ ასახავს.