logo
ENG



ხერსონის რეგიონში უკრაინის ძალები კონტრშეტევას 3 მიმართულებით ახორციელებენ

11 ივნ 202220:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/11/if2ttvklmcwafeh.jpg

ხერსონის საკრებულოს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რეგიონში კონტრშეტევას 3 მიმართულებით ახორციელებენ.

მათი ცნობით, უკრაინამ სოფელ ტავრიისკოეზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნა.

„უკრაინელი სამხედროები ხერსონის რეგიონში კისლევკას, სოლადცკოესა და ოლექსანდრივკას მიმართულებით კონტრშეტევებს ახორციელებენ“ - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ხერსონის 5 სხვადასხვა დასახლებაში არსებულ საზღვაო ხომალდების საწყობებზე იერიში მიიტანეს. შედეგად 33 რუსი სამხედრო, გრადების რამდენიმე რაკეტის გამშვები, რამდენიმე ჯავშანტრანსპორტი, ვაზნების 3 საწყობი და ნავთობის 2 საწყობი განადგურდა.


close დახურვა