ხერსონის საოლქო საბჭომ ხერსონის სახალხო რესპუბლიკის იდეას მხარი არ დაუჭირა.
საოლქო საბჭოს სხდომა 12 მარტს, დაჩქარებული წესით, დისტანციურად ჩატარდა.
"ხერსონი უკრაინაა. ჩვენი ქვეყანა მთლიანი და ერთიანია". - განაცხადა საბჭოს დეპუტატმა, სერგეი რიბალკომ.
ქალაქის საკრებულოს პოზიცია მერმა, იგორ კოლიხაევმაც გაიზიარა.
ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის მსგავსად, რუსი ოკუპანტები ხერსონშიც გეგმავდნენ "სახალხო რესპუბლიკის" შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. კენჭისყრა დღეს, 13 მარტს უნდა ჩატარებულიყო.
"ხერსონის რეგიონი არ არის დაპყრობილი და წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს. ხერსონი უკრაინაა. ჩვენ ვართ უკრაინა. უკრაინა სუვერენული და ერთიანია. ყველაფერი დანარჩენი პროვოკაცია და მტრის ბოროტი ინსინუაციებია. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! მე, ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი და ხერსონის საკრებულოს დეპუტატები კოლეგებს მივმართავთ და ხაზს ვუსვამთ: ხერსონი იყო, არის და დარჩება უკრაინის ტერიტორია". - ამბობს კოლიხაევი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ოკუპანტების მსგავსი ინიციატივებს აბსოლუტურად უმნიშვნელოა, ვინაიდან რუსული ჯარები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას, ხოლო კოლაბორატორებს სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ.
ამასთან, ხერსონის იგორ კოლიხაევის თქმით, რუსი ოკუპანტები ხელს უშლიან ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას. ქალაქში საკვების და მედიკამენტების პრობლემაა.