ხერსონის რეგიონში სოფელ ბელოზერკაში რუსულმა ძალებმა ჰუმანიტარულ პუნქტს, სადაც მოსახლეობა პურს იღებდა ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
„რუსმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარულ პუნქტს პურის განაწილებისას. ეს ბელოზრკაში, ხერსონის რეგიონში მოხდა.
საშინელი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა“ - წერს ტიმოშენკო.