logo
ENG



ხერხეულიძე: სააკაშვილმა მოითხოვა, ადვოკატთან და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ

19 ნოე 202116:45
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობაა, რომ ციხიდან არ გადაიყვანონ ადვოკატისა და უკრაინის კონსულის გარეშე.

"მხოლოდ ექიმების და ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნაა, თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ შესაცვლელი ექნება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდეს პირადი ადვოკატები. 

მან ახლა მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. ნიკა გზაშია. უკრაინის კონსულთან დაკავშირებით არ ვიცი. მას შეტყობინებას გადასცემდნენ ამაზე. იმედია, ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება.

მას აქვს გამოცდილება იმის, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ტყუის. შეუძლიათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ, თუ ვინმე ამას შეუკვეთავს", - თქვა ხერხეულიძემ. 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 


close დახურვა